აშშ უკრაინის ტერიტორიაზე საკუთარი სამხედროების ყოფნას ადასტურებს – დეტალები

0
218
22 Views

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაადასტურეს მათი სამხედრო პერსონალის ყოფნა უკრაინის ტერიტორიაზე, თუმცა, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ისინი არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში.

როგორც Fox News-თან ინტერვიუში თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, ამერიკელი სამხედროები ფრონტის ხაზზე არ იბრძვიან და ისინი საელჩოში არიან წარმოდგენილი.

„ისინი არ იბრძვიან. საელჩოში აშშ-ის მცირე სამხედრო კონტინგენტია, რომელიც თავდაცვის ატაშეს ოფისთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ დაგვეხმაროს იმ მასალების აღრიცხვაში, რომლებიც უკრაინაში შედის და იქიდან გამოდის“, – აცხადებს კირბი.
მანამდე ინფორმაცია უკრაინაში უცხოელი სამხედრო მოსამსახურეების ყოფნის შესახებ მედიაში პენტაგონის იმ საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით გავრცელდა, რომლებმაც ინტერნეტში გაჟონა.

Cesko