26 Views
თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდს შეადგენდა. მიწისძვრის ეპიცენტრი კაჰრამანმარაშის პროვინციაში, ელბისტანის რაიონში იყო.
თურქული მედიის ინფორმაცცით, ბიძგები რამდენიმე ქალაქში იგრძნობოდა.
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ამ დროის მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 912 ადამიანია დაღუპული და 5 385 დაშავებული.
სტიქიის დაზარალებულ 10 რეგიონში, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
მსხვერპლია სირიის მხარესაც, სადაც ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 250-მდე სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 150-ზე მეტი კი მეამბოხეების მიერ კონტროლირებადზე.