20 Views
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჯერ არ იცის, ვინ დგას საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების გაჟონვის უკან. ამის შესახებ კირბიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ არ ვიცით რა წერია ამ დოკუმენტებში, არ ვიცით ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი და არ ვიცით, კიდევ გამოქვეყნდება თუ არა მეტი დოკუმენტი“, – აცხადებს კირბი.
კირბიმ განაცხადა, რომ გადამოწმების შემდეგ გახდება ცნობილი, არის თუ არა გამოქვეყნებული დოკუმენტები ყალბი ან რეალური.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ინციდენტი აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით უკრაინის მხარდაჭერაზე არ იმოქმედებს.