„ჩვენ არ ვგავართ თქვენს ქვეყანას [გერმანიას]. რუსეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩვენს რეგიონში”- ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

March 1, 07:32
0
156

„რუსეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩვენს რეგიონში“, – ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტით მყოფმა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა,  ელი კოენმა განაცხადა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელი გმობს რუსეთის აგრესიას, თუმცა ხაზი გაუსვა იერუსალიმის უნიკალურ პოზიციას.

„ჩვენ არ ვგავართ თქვენს ქვეყანას [გერმანიას]. რუსეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩვენს რეგიონში, ასევე, სირიაში. ვფიქრობ, რომ ყველა ასპექტში მაქსიმუმს ვაკეთებთ“, – აღნიშნა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

Cesko