პოლიტიკურ პარტიებად გადაიქცნენ არასამთავრობოები… გრანტი ეძლევათ სულ უსუფაშვილებს, ხიდაშელებს, ბერძენიშვილებს – ნათელაშვილი

0
447
20 Views

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ პარტიებად იქცნენ.

ნათელაშვილის თქმით, როდესაც „ლეიბორისტულ პარტიას“ შეუწყვიტეს დაფინანსება, არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არ გაუპროტესტებია ეს ფაქტი.

„ჩვენი პარტიის აკრძალვაზე 1 წლის წინ, რის გამოც იძულებულები ვართ, ვიმათხოვროთ და ხალხი ვაწუხოთ, რომელიც აქეთ საჭიროებს დახმარებას, ერთი განცხადება არ გააკეთეს ვაშინგტონმა და ბრიუსელმა – პარტიას როგორ კრძალავთ?! პარტიამ რა დააშავა? პარტიამ რა დააშავა, რომელმაც საპარლამენტო ბარიერი გადალახა, სტატუსი მიიღო, კვოტები საარჩევნო ფონდებში… ამას რატომ აკეთებთ – არავინ დასვა ეს კითხვა და მერე გაბედა ივანიშვილმა არასამთავრობოების აკრძალვა და იმ კანონის გამოტანა, რომელზეც თავდაყირა დგას მთელი მსოფლიო. არც ერთმა არასამთავრობომ ხმა არ ამოიღო, არც ევროპიდან და არც ამერიკიდან დაფინანსებულმა არასამთავრობომ. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს როგორ ამაგრებდნენ ეს არასამთავრობოები ჯერ შევარდნაძის რეჟიმს, როგორ იჯდა ლევან ბერძენიშვილი შევარდნაძის ტელევიზიაში და ამბობდა, რომ მჯერა შევარდნაძე მსოფლიოში საქართველოს პასპორტია, ეს ხომ ფაქტია?! და ეს ბერძენიშვილების ჯგუფი, გრანტების პროდუქტია. ხიდაშელები, უსუფაშვილები, ელისაშვილი – გრანტების პროდუქტია. გრანტებს აძლევდნენ მაგას და არასამთავრობო დაარეგისტრირა, სანამ აგენტობდა სუს-ში და მერე დააარსა პარტია და გააგრძელა აგენტობაც და ქვეყნის დაქცევაც. სამაგიეროდ არასამთავრობოებს რამდენიმე მილიარდამდე აქვთ მიღებული 30 წლის განმავლობაში. ეს გამოიყენა ბიძინა ივანიშვილმა. ადამიანები ხედავენ ყველაფერს, რომ გრანტი ეძლევათ სულ უსუფაშვილებს, ხიდაშელებს, ბერძენიშვილებს, თალაკვაძეებს, სუბარებს. პოლიტიკურ პარტიებად გადაიქცნენ არასამთავრობოები. ჩამოდიოდნენ კლინტონი, პომპეო… ხვდებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, პატრიარქს. ცოცხალი ადამიანი დავისვით ღმერთად, პირველყოფილი ერი ვართ თუ რატომ უნდა ხვდებოდნენ საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელები პატრიარქს?“, – აღნიშნა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა.

Cesko