18 Views
სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 13 აპრილს დაიწყება და 15 აპრილის ჩათვლით 9:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება.