მოსამართლემ ტრამპი გააფრთხილა, თავი შეიკავოს სოციალურ მედიაში პოსტებისგან, რომელმაც ძალადობა შეიძლება გამოიწვიოს

0
246
28 Views

ნიუ-იორკის მოსამართლემ, რომელიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მანჰეტენის საოლქო პროკურორის საქმეს ზედამხედველობს, ყოფილი პრეზიდენტი გააფრთხილა, თავი შეიკავოს სოციალურ მედიაში ძალადობის წაქეზების პოტენციალის მქონე პოსტებისგან.

ტრამპის ადვოკატმა, ტოდ ბლანშმა განაცხადა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მკაცრად უპასუხა და იმედგაცრუებული იყო აზღნიშნული მოთხოვნით.

მოსამართლე ხუან მერჩანის გაფრთხილება მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც მარტში ტრამპი საპროტესტო აქციების გამართვის მოწოდებით გამოვიდა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც დღეს ნიუ-იორკის პროკურატურაში გამოცხადდა, მისთვის წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

ტრამპი ამერიკის ისტორიაში პირველი მოქმედი ან ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალი წაუყენეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპს 34 მუხლით წაუყენეს ბრალი, მათ შორის დოკუმენტაციის ფალსიფიცირებისთვის.

Cesko