სერგეი შოიგუ მარიუპოლში ჩავიდა

March 6, 12:27
0
205

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ქალაქ მარიუპოლში ჩავიდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შოიგუმ დონბასის ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები შეამოწმა.

„რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეამოწმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამშენებლო კომპლექსის მუშაობა დონბასის ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით. ქალაქ მარიუპოლში რუსეთის სამხედრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დაათვალიერა უკვე ექსპლუატაციაში შესული ობიექტების მზადყოფნა და ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობა“, – ნათქვამია რუსული მხარის განცხადებაში.

Cesko