21 Views
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 34 ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ტრამპმა მანჰეტენის სასამართლოში მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების მოსმენის შემდეგ ბრალდების 34 პუნქტში უდანაშაულობა აღიარა.
ბრალდებები 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ზრდასრულთა ფილმების მსახიობ სტორმი დენიელსისთვის გადახდილ ფულს უკავშირდება.