21 Views
უკრაინული მედია წერს, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ლუკაშენკომ კრემლში, პუტინის მიერ გამართულ სადილზე დასწრება ვერ შეძლო.
როგორც UNIAN ტელეგრამ არხზე წერს, ლუკაშენკო მოულოდნელად ცუდად გახდა და მოსკოვი დატოვა. მათივე ცნობით, მისი ესკორტი აეროპორტში სასწრაფო დახმარების მანქანამ მიაცილა.
ბელარუსის პრეზიდენტი რუსეთის დედაქალაქში დღეს 9 მაისის აღლუმთან დაკავშირებით ჩავიდა.მოსკოვში იმყოფებოდნენ უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთისა და სომხეთის ლიდერები.
,,მთავარი არხი”