ბლინკენსა და ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

0
421
28 Views

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

რუსული მხარის ინფორმაციით, ბლინკენმა და ლავროვმა The Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის დაკავება განიხილეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლავროვმა ბლინკენს განუცხადა, რომ ევან გერშკოვიჩი სავარაუდოდ, საიდუმლო ინფორმაციის მოპოვების მცდელობისას დააკავეს.

„საუბრისას ასევე შეეხნენ ორმხრივი ხასიათის რამდენიმე აქტუალურ საკითხსაც“, – დასძინეს რუსეთის საგარეო უწყებაში, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ რა საკითხზე იყო საუბარი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბლინკენსა და ლავროვს შორის ბოლოს სატელეფონო საუბარი გასულ წელს შედგა.

Cesko