CNN: ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას

0
377
35 Views

ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიის აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, მანჰეტენის პროკურორი ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოში გამოცხადებას ბრალის წარდგენის მიზნით უახლოეს დღეებში მოითხოვს.

მანჰეტენის საოლქო პროკურორმა, ალვინ ბრაგმა ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიას წარუდგინა სამხილები პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდის შესახებ, რაც წყაროების თანახმად, მან 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლო დღეებში, ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის შესახებ სიჩუმის სანაცვლოდ მიიღო.

დონალდ ტრამპმა ასეთი ურთიერთობის ფაქტი უარყო და მისმა ადვოკატმა დანიელსს, რომლის ნამდვილი სახელი სტეფანი კლიფორდია, ბრალი გამოძალვაში დასდო.

Cesko