აშშ-ში, ინდიანას შტატში პოლიციამ სახლის უკანა ეზოში ძვლის ფრაგმენტები აღმოაჩინა. სავარაუდოდ, ის ორ ბავშვს ეკუთვნის, რომელთა ცხედრები ცხედრები დაწვეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
პოლიციამ, შემთხვევის შესახებ, შეტყობინება 20 სექტემბერს მიიღო. ცნობის მიღების შემდეგ, პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება და შეხვდა ბავშვების მშობლებს სასტუმროში, სადაც ისინი დაკითხეს. როგორც ირკვევა, პოლიციას ანონიმური წყარო დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ბავშვების მამამ მასთან საუბრისას აღიარა, რომ „არაკანონიერი“ შვილები თავად მოკლა.
კაცი პოლიციამ გამოკითხა. ასევე, დაიკითხა ბავშვების დედა.
„ისნი თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან, მაგრამ არაფერი უთქვამთ ამასთან დაკავშირებით, უბრალოდ, ფაქტი უარყვეს“, – ამბობს ოფიცერი.
პოლიციამ ჩაატარა ჩხრეკა იმ სახლში, სადაც წყვილი ცხოვრობდა. ძაღლების დახმარებით, ძვლის ფრაგმენტები სახლშიც აღმოაჩინეს .
ახლა, წყვილის სახლში აღმოჩენილ ძვლებს უტარდება სასამართლო ექსპერტიზა, რათა დადგინდეს, ის ვის ეკუთვნის. საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება. ჯერჯერობით, პოლიციას არავინ დაუკავებია.