72 Views
როგორც კი წონაში მოიმატებს ერთ გრამს, ცდილობს ის ერთი გრამიც დაიკლოს, რომ მერე საზოგადოებას აჩვენოს რა საშინლად გამოიყურება – მარტივი მანიპულაციაა,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„თუკი სააკაშვილს ჭამა არ შეუძლია, მაშინ მიიღოს სხვა სამედიცინო მომსახურება, რომელიც შესაბამისი რაოდენობის კალორაჟს მიაღებინებს. რადგან ამას არ აკეთებს ეს იმას ნიშნავს, რომ ის ეწევა თვითდაზიანებას. როგორც კი წონაში მოიმატებს ერთ გრამს, ცდილობს ის ერთი გრამიც დაიკლოს, რომ მერე საზოგადოებას აჩვენოს რა საშინლად გამოიყურება. მარტივი მანიპულაციაა, რომელსაც მსოფლიოში არავინ წამოეგო და ახლა უნდათ, რომ მაინც და მაინც საქართველო წამოაგონ“, – აღნიშნა მდინარაძემ.