“უთქვამს, ორსულად ვიყავი და მეც შემეხო ზვიად კუპრავაო – სიცრუეა” – კუპრავა

0
1005
18 Views

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზვიად კუპრავა:

“დღევანდელი ჩემი სასამართლო პროცესის შემდეგ რაც შემიძლია ვთქვა, არის ის რომ მოსამარლე გიზო უბილავა არის უკიდურესად მიკერძოებული პროკურატურის სასარგებლოდ და ამის გაკეთებას ვერ ახერხებს ისე, რომ დამალოს. აშკარად ეტყობა. დარბაზშივე ვუთხარი მოსამართლეს, რომ ის ავლენს მიკერძოებას და პროცესი არ მიმდინარეობს სამართლიან გარემოში.
რაც შეეხება ,,დაზარალებულის” მეუღლე მოწმე სოფიო ჭაბუკიანს, ახლა ვნახე ტვ პირველისთვის უთქვამს ორსულად ვიყავი და მეც შემეხო ზვიად კუპრავაო.
აღნიშნული განცხადება არის სიცრუე.
მსგავსი ჩვენება მას სასამართლოსთვის არ მიუცია. მაგრამ, თეორიულადაც რომ დავუშვათ, რომ ეს ასე იყო, რაღა მისი ძიუდოისტი ქმარი მიჩივის, თვითონ მიემართა გამოძიებისთვის, უფრო ლოგიკური იქნებოდა.
საქმე შეკერილია. უამრავი მტკიცებულება მაქვს ჩემი გამამართლებელი, მაგრამ მოსამართლე გიზო უბილავას პირობებში არ ველოდები სამართლიან გადაწყვეტილებას.”

Cesko