21 Views
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა სომხეთთან საზღვართან, ლაჩინის რეგიონის რამდენიმე სიმაღლეზე კონტროლი აიღეს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ახალი გზის ამოქმედებითაა გამოწვეული.
„ლაჩინის ახალი გზის ამოქმედებასთან დაკავშირებით კონტროლის ქვეშ აიღეს რამდენიმე სიმაღლე, მთავარი და დამხმარე გზა, ასევე დიდი სასაზღვრო ტერიტორია ლაჩინის რაიონის სოფელ ჯაგაზურსა და ზაბუჰს შორის“, – აღნიშნულია აზერბაიჯანული მხარის განცხადებაში.