თეირანი რუსეთთან ურთიერთობების გასაფართოებლად ნებართვას არავისგან ითხოვს – ირანის საგარეო უწყება

0
476
30 Views

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თეირანი არ ითხოვს ნებართვას არავისგან რუსეთთან ურთიერთობების გასაფართოებლად.

ირანს რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებაში ადანაშაულებენ, რომელიც უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენება.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა „ნამდვილ საფრთხეს უქმნის“ აშშ-ის მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთში. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ნასერ კანანმა განცხადებას „უსაფუძვლო“ უწოდა და დასძინა, რომ თეირანი „დამოუკიდებლად მოქმედებს თავისი საგარეო ურთიერთობების რეგულირებაში და არავისგან ნებართვას არ ითხოვს“.

Cesko