“ბავშვებს სიკეთესა და მეგობრობას ასწავლიდა” – ლანჩხუთი ღვაწლმოსილ პედაგოგს ემშვიდობება

0
464
20 Views

“45 წელი დაწყებითი საფეხურის პედაგოგი იყო, ის ასწავლიდა ბავშვებს სიკეთეს, მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემას” _ ლანჩხუთი ღვაწლმოსილ პედაგოგს გლოვობს 💔
🎙️ ლესის საჯარო სკოლა ემშვიდობება ღვაწლმოსილ პედაგოგს, იზოლდა სარჯველაძეს:
„მან მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ამ სკოლაში გაატარა, როგორც მოსწავლემ და შემდეგ მასწავლებელმა. 45 წელი დაწყებითი საფეხურის პედაგოგი იყო, ის ასწავლიდა ბავშვებს სიკეთეს, მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემას. იზო მასწავლებელო ! ჯერ ადრე იყო თქვენთან გამომშვიდობება, აწ უკვე მხოლოდ მოგონებებში დარჩებით თითოეულ ჩვენგანთან. არ დავივიწყებთ თქვენთან გატარებულ დღეებს, თქვენს შემართებას და ენერგიას. უფალმა გაანათლოს თქვენი ლამაზი სული იმქვეყნად“ _ აღნიშნულია სკოლის ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
🎙️ ასევე ემოციურად ემშვიდობება ღვაწლმოსილ პედაგოგს საკრებულოს წევრი და ლესის მაჟორიტარი ელისო ჭიჭინაძე:
“ჩემო უსაყვარლესო იზო მასწავლებელო, როგორ დამწყვიტე გული. ჩემი შვილების და უამრავი თაობის აღმზრდელო მასწავლებელო…
დიახ, თქვენ აღზარდეთ და ცხოვრების სწორი გზა აჩვენეთ ჩვენს შვილებს…
წლები ჭინათის დაწყებით სკოლას ემსახურებოდით..
საკუთარი შვილებივით გყავდათ თქვენი მოსწავლეები…
არ მეგულება თქვენი მსგავსი სხვა პედაგოგი…
ბავშვებს რომ მთელი და წილადის სწავლა გაიოლებოდათ, სახლიდან ხაჭაპური მოგქონდათ , უჭრიდით მეოთხედებად, მეექვსედებად…
და ასე იოლად ასწავლიდით წილადებს…
დაჭრილ ნაწილებს შესვენებაზე ყველას უნაწილებდით…
საოცრად თბილო და მოსიყვარულე იზო მასწავლებელო, გემშვიდობებით….
ყოველთვის ტკბილად მოგიგონებს თქვენი უამრავი აღზრდილი… მშვიდად განისვენეთ, ძვირფასო ადამიანო!“_ წერს სოციალურ ქსელში ელისო ჭიჭინაძე.
⚫️ “გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს იზოლდა სარჯველაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს💔”

“ლესის ადმინისტრაციული ერთეული” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა ღვაწლმოსილი პედაგოგი იზოლდა სარჯველაძე.

“ლესის ადმინისტრაციული ერთეული ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი პედაგოგის იზოლდა სარჯველაძის გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობთ სოფელს, ოჯახს და ახლობლებს…”

 

 

 

 

Cesko