გოგა ხაინდრავა კელი დეგნანზე: ამ ქალბატონმა იმდენი დააშავა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, რომ ამის გამოსწორებას წლები დასჭირდება

0
287
63 Views

გოგა ხაინდრავამ აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი გააკრიტიკა. ამ თემაზე კინორეჟისორმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ ამ ქალბატონმა იმდენი დააშავა ქართულ -ამერიკულ ურთიერთობებში, რომ ამის გამოსწორებას წლები დასჭირდება. ერთ-ერთი კრახი ამერიკის პოლიტიკის არის საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს მუშაობა. ერთადერთი პროამერიკული ქვეყანა რეგიონში არის საქართველო – იყო, დღესაც არის და იქნება კიდეც, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი და პირადად მე არასოდეს დავივიწყებთ 90-იან წლებში გემებს რომ ველოდებოდით ფოთში ამერიკიდან გამოგზავნილი ხორბლით. 30 წლის თავზე ვხედავთ წმინდა ბოლშევიკურ მოქმედებას, როდესაც სიმართლე სიმართლე არ არის, ცილისწამება ცილისწამებაზე მოდის“, – ამბობს ხაინდრავა.

Cesko