ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ წყალქვეშა დრონი გამოცადა, რომელსაც „რადიოაქტიური ცუნამის“ გამოწვევა შეუძლია

0
241
28 Views

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის განცხადებით, ფხენიანმა ატომური იარაღის მქონე წყალქვეშა დრონი გამოცადა, რომელსაც „რადიოაქტიური ცუნამის“ გამოწვევა შეუძლია.

ჩრდილო კორეელები აღნიშნავენ, რომ „საიდუმლო იარაღი“, რომელსაც „ჰაილი“ ჰქვია, მტრის გემებსა და პორტებზე თავდასხმისთვისა და „სუპერმასშტაბიანი“ რადიოაქტიური ტალღის გამოწვევისთვისაა შექმნილი.

„ეს ბირთვული წყალქვეშა დრონი შეიძლება განლაგდეს ნებისმიერ სანაპიროზე და პორტში, ან გადაიზიდოს გემით“, – აღნიშნულია ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის განცხადებაში.

დრონის გამოცდას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს აშშ-ისა და სამხრეთ კორეისთვის „გაფრთხილება უნდა იყოს“.

Cesko