პუტინი: ჩინეთის სამშვიდობო გეგმა შესაძლოა, ომის დასრულების საფუძველი გახდეს

0
866
23 Views

უკრაინასთან მიმართებით, ჩინეთის სამშვიდობო გეგმა შესაძლოა, ომის დასრულების საფუძველი გახდეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო გეგმა მაშინ განხორციელდება, „როცა ამისთვის დასავლეთსა და კიევში მზად იქნებიან“.

ცნობისთვის, ჩინეთმა უკრაინის ომის დასრულებისთვის „სამშვიდობო გეგმა“ 24 თებერვალს წარადგინა. დოკუმენტში სიტყვა ომის ნაცვლად, „კრიზისია“ ნახსენები.

გეგმა 12 პუნქტისგან შედგება:

🔴 ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა;

🔴 ცივი ომის მენტალიტეტის დავიწყება;

🔴 საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა;

🔴 სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება;

🔴 ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარება;

🔴 მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვა;

🔴 ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

🔴 სტრატეგიული რისკების შემცირება;

🔴 მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობა;

🔴 ცალმხრივი სანქციების შეწყვეტა;

🔴 საწარმოო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნება;

🔴 პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობა.

ამავდროულად, არ არსებობს მკაფიო რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მიაღწიონ მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტას. ამ პუნქტში აღნიშნულია, რომ „ყველა მხარემ უნდა დაუჭიროს მხარი რუსეთისა და უკრაინის პირდაპირ დიალოგს, რათა სიტუაციის თანდათანობით დეესკალაცია და საბოლოო ჯამში ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს.

Cesko