23 Views
რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებმა ვლადიმირ პუტინმა და სი ძინპინმა რუსეთ-ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი სფეროების განვითარების გეგმასა და პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.
„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ხელს მოაწერეს რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთობლივ შეთანხმებას. ჩინეთის რესპუბლიკა გეგმავს განავითაროს რუსეთ-ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები 2030 წლამდე“, – განაცხადეს კრემლში სახელმწიფოების ლიდერებს შორის მოლაპარაკების შემდეგ.
გარდა ამისა, სი ძინპინის სახელმწიფო ვიზიტის დროს ხელი მთელ რიგ სამთავრობოთაშორისო, უწყებათაშორის და კორპორაციულ დოკუმენტებს მოეწერა.