ჟურნალისტი ნათია ბერიძე 12 წლის ბავშვის მკვლელობას ეხმაურება და ოპოზიციის და მისი მხარდამჭერების იმ ნაწილს მიმართვას, ვინც გამოძიების დასრულებამდე ცდილობს ხელისუფლების ბრალი დაინახოს მომხდარში და არც მალავს ამას:
კბილები გიკაწკაწებთ რომ მკვლელობა იყოს, დუჟი გდით რომ ახალი სალაპარაკო თემა მოგეცეთ, ოოოო როგორ გიფანცქალებთ გული გვამებზე მონადირეებო, როგორ ვერ გიტანთ და როგორ მძაგს რომ თქვენთან ერთად მიწევს ამ სამყაროში ცხოვრება! ჩემი-სხვისი ფეხზე მკიდია, ყველა ერთნაირად ავადმყოფი ხართ ვინც წერთ რომ არ გჯერათ გამოძიების, რომ იტყუება ვიღაც, რომ მალავენ… გინდათ სისხლი, სუნი გინდათ სისხლის და გემო! ოოხ როგორი დაგეშილები ხართ!!!! როგორ გინდათ რომ ესაც ვინმეს დააბრალოთ!
დაელოდეთ გამოძიებას და ენას კბილი დააჭირეთ!
კოვიდ ექსპერტობიდან ომის ექსპერტობამდე
და ომიდან კრიმინალურ ექსპერტობაში გადმობარგებულებო!
ნათია ბერიძე ჟურნალისტი; სოციალური ქსელი