თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა თსუ აკადემიური საბჭოს წევრი, მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ზურაბ ცაგარელი.
“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თსუ აკადემიური საბჭოს წევრის, მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის ზურაბ ცაგარელის გარდაცვალების გამო.
პროფესორი ზურაბ ცაგარელი გახლდათ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.
პროფესორ ზურაბ ცაგარელის სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა დაკავშირებულია თსუ ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტთან და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის კათედრასთან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის დიდი დანაკლისია ასეთი მეცნიერისა და პიროვნების გარდაცვალება. უნივერსიტეტი იზიარებს მწუხარებას და თანაუგრძნობს ბატონი ზურაბის ოჯახს, კოლეგებს, სტუდენტებსა და სამეცნიერო საზოგადოებას” – ნათქვამია განცხადებაში.