“ამდენი ხალხი კითხულობთ ამ უზრდელი კაცის სამარცხვინო სტატუსს და იღრიჭებით… თავზე გიშვებათ მთელ ერს”- მაკა რაზმაძე ფადი ასლის შეურაცხმყოფელ მიმართვაზე

0
1030
30 Views

ცოტა ხნის წინ, ბიზნესმენმა ფადი ასლიმ შეურაცხმყოფელი და ამორალური მიმართვა გამოაქვეყნა:

“თედიაშვილი ტრაბახობს, რომ 600 სექსუალური პარტნიორი ჰყავდა! ივანიშვილმა 3,7 მილიონი ქართველი იხმარა და ეს არც კი უხსენებია!”-, დაწერა ფადი ასლიმ.

ბიზნესმენის მიმართვას სოც ქსელში მწვავე რეაქცია მოყვა, მათ შორის მიმართვას ჟურნალისტი მაკა რაზმაძე გამოეხმაურა. როგორც მის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში ჩანს, მან ფადი ასლის გამოხდომა საშინლად დაგმო:

“ამდენი ხალხი კითხულობთ ამ უზრდელი კაცის სამარცხვინო სტატუსს და იღრიჭებით. ეტყობა ვისაც მოგწონთ და ულაიქებთ მართლა მასე გრძნობთ თავს. თქვენს სამშობლოს და ხალხს რომ შეურაცხყოფას აყენებს და თან აქ ცხოვრობს წლებია ეს ვითომ არაფერი… იმის ნაცვლად ყველამ პასუხი მოსთხოვოთ რომ თავზე გიშვებათ მთელ ერს, უკბილო და გოიმურ შეურაცხმყოფელ ხუმრობებზე გეცინებათ და მერე აქ მაღალ მატერიებზე ამუნათებთ სხვებს!

მე წამშალა ჩემი კომენტარის გამო და ამდენი საერთოდ ფრენდი იცინით და გიხარიათ საკუთარი ხალხის ასე თრევა, ყოჩაღ!”, – წერს რაზმაძე.

“ივანიშვილმა 3,7 მილიონი ქართველი იხმარა“ – ფადი ასლი

Cesko