ქართული პროპაგანდა გასცილდა ზღვარს, უკვე საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს, სიყალბე ვნებს რეალობის აღქმას და ნიადაგს ქმნის მცდარი გადაწყვეტილებების მისაღებად!

April 15, 13:12
0
826

ი ლ უ ზ ი ე ბ ი და ყალბი მოლოდინები ეპატიება
მოქალაქეს, რომელსაც შეხება არა აქვს პოლიტიკასთან,
მაგრამ არ ეპატიება პროფესიონალ პოლიტიკოსსა და
პოლიტიკასთან პროფესიულად დაკავშირებულ ადამიანს.
ქართული პროპაგანდა გასცილდა ზღვარს –
იგი უკვე საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს, –
სიყალბე ვნებს რეალობის აღქმას და ნიადაგს
ქმნის მცდარი გადაწყვეტილებების მისაღებად!
დღეს 15 აპრილია (2022) და ისევ ვიმეორებ –
რაც 2-2,5 თვის წინ დავწერე სიტუაციის შეფასების
თვალსაზრისით, ყველაფერი ძალაშია! ვერ ვხედავ
ოდნავადაც კი საფუძველს, გადავაფასო და გითხრათ,
რომ რაღაც ნაწილში ჩემი შეფასება მცდარია. შეცდომის
აღიარებას ნამდვილად არ მოვერიდები!
პირიქით, სიტუაცია დამძიმდა (არა მხოლოდ უკრაინაში)
და ახლა გაცილებით დიდი ალბათობაა იმისა, რომ ნატოს
ქვეყნებზეც გავრცელდება საომარი მოქმედებები.
უფრო მეტიც, – დააკვირდით აღმოსავლეთს!
ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: გადატრიალება
პაკისტანში და იაპონელემის სამხედრო აქტიურობა!
იაპონიას მეხსიერება მოკლე აღმოაჩნდა!
მისი კრახი გარდაუვალია, თუ არ შეძლებს საკუთარი ამბიციების მოთოკვას. მას ავიწყდება, რა აქვს დათესილი და რა აქვს გადატანილი კორეელებსა და ჩინელებს იაპონიისგან!
დააკვირდით შუა აზიას!
მაგრამ მთავარი ფეთქებადსაშიში სიტუაცია ევროპისთვის ბოსნია-ჰერცოგოვინაა – ყველაზე დიდი კერა ევროპის აფეთქებისა. დარტყმის ქვეშ ექცევა კოსოვო – აქ ნატოს უდიდესი ბაზაა, მაგრამ კოსოვს პრობლემა, ისევე, როგორც “რესპუბლიკა სერბსკაიას” (ბოსნია-ჰერცოგოვინაში)
პრობლემას სხვა აქცენტი აქვს და სერბიას უკავშირდება, მერე ხორვატიისკენ გაიხედეთ და იქაც სერბების მხარეა არ არის მარტივად საქმე!
p.s.
ახლახან გამომიგზავნეს ვიღაც ტიპის ნაწერი, –
კლასიკური მაგალითი ზერელობისა! მგონი, ეს ტიპი 30
წლის წინ როგორც საუბრობდა შიშველი ემოციითა და
“გეოპოლიტიკის დიდი ცოდნით”, ისევ იქაა, თუმცა, რა
გასაკვირია: ამ ხალხს არ შეუძლია რეალობის აღქმა. რაც
ყველაზე საინტერესოა, მგონი 3 ათასამდე ნახვა ჰქონდა!
ასეა!
ქართველებს უყვართ ზღაპრები, მაგრამ არ უყვართ შრომა და საკუთარ სახელმწიფოზე ზრუნვა!
მდგომარეობა კი იმაზე უფრო საშიშია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს!

დემურ გიორხელიძე; სოციალური ქსელი

 

Cesko