ხსნილ ჰყოს უფალმა ამ ადამიანის წყევლისაგან თითოეული ის ადამიანი ვისაც წყევლის, ღმერთმა დალოცოს და აკურთხოს თითოეული მათგანი, ღირსეული პოლიციელი, იხარონ და იდარეგრძელონ თავისი შვილებითა და ოჯახებით, დედა ღვთის ფარვიდეთ, ეწეოდეთ ყველა წმინდანი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი, ყოველგვარი ბოროტი მოქმედებისაგან წყევლისა და ბოროტი საქმისაგან, მოგვთაგან და მჩხიბავთანგან!!! *************************************************** მრავალი მაგალითია როდესაც პოლიციელები სიცოცხლეს წირავენ ქვეყნისათვის და საზოგადოების წესრიგს იცავენ, ხშირად შეიძლება თავადაც შეგვეხოს მათი მიერ აღსრულებული სასჯელი, მაგრამ მართლწესრიგის დაცვა აუცილებელია ქვეყნის აღმშენებლობისათვის და მათი მოქმედების გარეშე კი ქვეყანაში ანარქია და უბედურება იქნება, ვიღაცას თუ რაღაც ეშლება, ეს არავის აძლევს უფლებას საერთო ქვაბში მოხარშოს ყველა ერთად!!!
ყველა ადამიანები ვართ და შეცდომა ყველას მოგვდის ჩემი თამადობით… ამ ადამიანზე არაფერს ვიტყვი ვინაც იწყევლება, გარდა იმისა რომ დაე განაქარვოს უფალმა მისი წყევლა ვითარცა მტვერი…. ძალა არ ჰქონდეს და არა ევნოს არავის არაფერი!!! სხვა ან რა უნდა ვთქვა?! ადამიანი სხვისი შვილების კუბოებს რომ ნატრულობს ეშმაკის კერძია, ეშმაკის ხელში იარაღია, ცოდოა და გადარჩენას ვუსურვებ, გამოერკვეს და ხსნის გზა ეპოვოს, ცხონების გზაზე შემოტრიალებულიყოს ეს გოგო!!!
ასე გვინდა ევროპაში შევიდეთ?! წყევლა-გინებით?! ნგრევით?! გადაწვით?!ჯერ ერთი არ გადაუმეტებიათ არანაირად ძალა, როცა წყლის ჭავლზე ასე იწყევლები ევროპაში როგორ შლიან მიტინგებს ის ანახეთ ამ საწყალს, ან როგორ შლიდა მათი ევროპელი ბელადი ის ვიდეოები აჩვენეთ, სხვა მეტი არაფერი….
ახლა ორიოდე სიტყვით წყევლის შესახებ, არავის აქვს უფლება იწყევლოს, სიტუვას დიდი ძალა აქვს და მოქმედებს ყოველი კეთილად ნათქვამიცა და ბოროტიც, ამიტომ დიდი დაფიქრება გვმართებს თითოეულ ჩვენთაგანს, როცა ვსაუბრობთ, მოგვწონს თუ არა ჩვენი ოპონენტია თუ მოწინააღმდეგე ცუდი არავის ვუსურვოთ….
“პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი.” იოანეს სახარების პირველი თავის პირველ მუხლში სიტყვა ღმერთს არის შედარებული და ღმერთი სიტყვად იწოდება,- ღმერთი იყო სიტყვაი იგი!!!
ამიტომ უნდა გვახსოვდეს ჩვენ ღვთის ხატად ვართ შექმნილნი და თუ უფალმა თავისი სიტყვით სამყარო შექმნა, ადამიანი ხატია ღვთისა, მის სიტყვასაც დიდი ძალა აქვს, ამიტომ ბძანებს უფალი მოუკლებლად ილოცევდითო, თქვენ მაწყევრებსაც კი ლოცავდეთო, და ბოროტისა წილ კეთილი კიაგეთო, შეგვეწიოს უფალი შევძლოთ ამ ყოველივეს აღსრულება!!!
შევიგნოთ ხალხო, ნგრევა, ცეცხლი, გინება დაწყევლა ევროპული ღირებულება კი არა ეშმაკის გზით სიარულია!!! გამოეყავი ერო სატანის გზას!!! გამოვედ ბაბილონიდან!!! უფალისა გზა სიმშვიდის გზაა, სიყვარუკის გზაა, მიტევების გზაა, აღმშენებლობის გზაა!
“მოვედით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ. და აჰა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა ამინ!!!”
მღვდელი იაკობ მესტვირიშვილი; სოციალური ქსელი