„თვრამეტი წელია თვალებში გიყურებ და ვერ მხედავ, მაგრამ გრძნობ, როგორ უყვარხარ შენს დაღლილ მამას“ – დეკანოზი თავმას ჩოხელი

0
338
20 Views

დეკანოზი თავმას ჩოხელი, რომელსაც საზოგადოება მამის იავნანებით იცნობს, იუბილარ შვილს, ვაჟა ჩოხელს მიმართავს:

“დღეს შენ თვრამეტი წლის გახდი, მა. თვრამეტი წელია თვალებში გიყურებ და ვერ მხედავ.. მაგრამ გრძნობ, როგორ უყვარხარ შენს დაღლილ მამას და შენი თბილი ხელებით მეფერები, ჩემო თბილგულა და თბილხელება ბიჭო. თვრამეტი წელია ყოველდღე მეშინია, მეტი არაფერი გაგიჭირდეს… მე შენ ჩემს სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ამღერებულო ტკივილო… ჩემო მამის იავნანავ, გფარავდეს და სწყალობდეს შენს სიცოცხლეს მაღალი ღმერთი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. უფალს ებარებოდე, ვაჟიკო ჩოხელო, მე შენ მიყვარხარ, ჩემო შვილო…” – წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.

Cesko