“მეამაყებოდა თუ როგორ შეაშინა ამ ერთმა ხანშიშესულმა ქალმა ახალაიას პირსისხლიანი ჯალათები!” – ბრეგაძე

0
535
23 Views

ქართული მარში ლიდერი, სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს:

“გილოცავთ დედის დღეს – უფალმა დალოცოს ყველა დედა ‼️

ვულოცავ დედაჩემს ,დღეს ის უკვე 84 წლისაა , მთელი ცხოვრება სამშობლოს,ოჯახის და სიწმინდის სამსახურში გაატარა ‼️

დედა 1989 წლის 9 აპრილის გმირია,იყო საშინლად მოწამლული და დარბევისას რუსი სალდატების პირველი დარტყმა რუსთაველის კინოსთან მან მამაჩემთან და ჩემთან ერთად მიიღო.შემდეგ იყო 1992 წელი დიდუბის მიტინგის დახვრეტა,2 თებერვლის მიტინგის დახვრეტა,ჩვენი ოჯახის რეპრესიები ზვიად გამსახურდიას ერთგულების გამო ‼️

მაგრამ ერთი ნაბიჯით უკან არ დაუხევია და არც ჩემს დასაპატიმრებლად მოსული მხედრიონელების შეშინებია ,არც რეპრესიების გამო გატეხილა და მუდამ ბრძოლის სტიმულს მაძლევდა ‼️

არ დამავიწყდება 2011 წელი და გლდანის ციხე,როდესაც ცნობილი ჯალათი ფაცაცია და კილერა ჩემთან საკანში შეშინებულები შემოვიდნენ – 1 საათი მთხოვდნენ დედაჩემისთვის შემეთვალა გაჩერებულიყო,რადგან გლდანის ციხის მისაღებში ისეთი ამბავი ატეხა პატიმრების წამებაზე,რომ ინგრეოდა ყველაფერი.ვუსმენდი ჯალათებს და გულში სიამაყით ვივსებოდი-მეამაყებოდა თუ როგორ შეაშინა ამ ერთმა ხანშიშესულმა ქალმა ეს ახალაიას პირსისხლიანი ჯალათები ‼️

გილოცავ დედა , ვულოცავ თქვენს დედებს და ერთს ვისურვებდი – უფალმა ინებოს რომ ჩვენი შვილები ჩვენი დედების მსგავსნი ყოფილიყვნენ – მეტი არცაა საჭირო,ამაზე მეტი არ არსებობს ‼️

უფალმა დაგვილოცოს ჩვენი წმინდა დედები ‼️”

Cesko