„ტაკიმასხარა კაცი რომ კაბით ცეკვავს და მაიმუნობს პრეზიდენტად არ უნდა აირჩიო” – გიორგი გურგულია ზელენსკიზე

0
1482
54 Views

გაგახსენებთ, რა განაცხადა ქართველი მსახიობმა, გიორგი გურგულიამ, რომელიც  სტუმრად Georgian Times-ში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე ისაუბრა და ხაზი მისი გვარის წარმომავლობასაც გაუსვა:

„მე მიმაჩნია, ტაკიმასხარა კაცი, კაცი რომელიც მაიმუნობს და ქალის კაბით გამოდის პრეზიდენტად არ უნდა აირჩიო…უკრაინელი ხალხი ირჩევს ებრაული გვარის კაცს, ტაკიმასხარას“

მისი თქმით ამერიკის პრეზიდენტი, რონალდ რეიგანიც თავდაპირველად მსახიობი იყო, თუმცა ზელენსკისგან განსხვავებით ის იყო „დასტოინი“ კაცი და სხვანაირ ფილმებშიც თამაშობდა.

მსახიობმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი წესიერებას უნდა ქადაგბდეს, თუმცა აქვე ისიც ახსენა, რომ პრეზიდენტად არც თავად გამოდეგბოდა, რადგან წარსულში ოთხი ცოლი ჰყავდა.

„პარლამენტარი ასეთი შეიძლება აირჩიო, რადგან ის რაღაცა უბნის პრობლემების მატარებელია. ქვეყნის სახე არ უნდა იყოს ასეთი, ღმერთი ავიწყდება ამ ხალხს“ – გიორგი გურგულია

Cesko