“რად ბრძანებით ასე გამწარებული, რამ გაგაცოფათ? რადგან ფული არ მოგცათ?!…არ გეკადრებათ ქალაჩუნური საქციელი და წყევლა-კრულვა ქუჩის უკანასკნელი ქალივით ” – ლაშა ამირეჯიბი

0
995
217 Views

შალვა ბატონს საოცარი ლექსიკა აქვს…ძირითადად: პანაშვიდი, დაკრძალვა, სადომაზოხისტები, დასაფლავება და ა.შ. შენ სიკეთის კეთებაში შეეჯიბრე ბიძინას შალვა ბატონო…

რაც შეეხება სასამართლო დავას, ადრე თუ გვიან ბიძინა ივანიშვილი მოიგებს სასამართლო პროცესს და დაიბრუნებს იმას რასაც უკანონოდ უჩერებს მსოფლიოში ყველაზე სტაბილური ქვეყნის საბანკო სისტემა…აქ მთავარია სიდინჯე, თავშეკავება და დროის გაყვანა, როგორც რუსები ამბობენ (Надо Переждать) ძაღლის მოთმინება აქვს და მაგით იგებს ყოველთვის…

და ბოლოს: ნეტა რად ბრძანებით ასე გამწარებული ბატონო შალვა, რამ გაგაცოფათ? არ მინდა ვიფიქრო, რომ რადგან, მან ვერ დაინახა თქვენში პოლიტიკოსი და ფულზე უარი გითხრათ და არ მოგცათ, ნეტა ეგ არის თქვენი გაცეცხლების მიზეზი? სიკეთის კეთებაში შეეჯიბრეთ! რამდენი ერთი სიცოცხლე აქვს გადარჩენილი დაგითვლიათ? ბ-ნო შალვა. ლანძღვა ქუჩის ქალივით ყველას შეუძლია, მაგრამ თქვენ მაგ საქმეში ბადალი არ გყავთ..

კეთილი რჩევა ბ-ნ შალვას: თავი ხელში აიყვანეთ და სიდინჯე მოიკრიფეთ, ცოტა (დასტოინად) სულ ცოტა კაცი გქვიათ და შარვალს ქამრით ატარებთ,..არ გეკადრებათ ქალაჩუნური საქციელი და წყევლა-კრულვა ქუჩის უკანასკნელი ქალივით. ცოტა დინჯად და კაცურად მოიქეცით..თქვენი მოქმედებითა და ისტერიული გამოსვლებით თქვენივე თავს აკნინებთ და დიდად აზარალებთ ლეიბორისტულ პარტიას, რომლითაც დიდად ამაყობთ!

 

 

Cesko