19 Views
2 მარტს ნეაპოლის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ძებნილი ქართველი, რომელზეც საბერძნეთს 2012 წლიდან საერთაშორისო ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
არსებული ინფორმაციით, 38 წლის ი.ნ., რომელსაც საბერძნეთში ორი ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის 10-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ნეაპოლში თბილისიდან ჩარტერული რეისით ჩაფრინდა, რომლითაც ქართველი გულშემატკივრები „ნაპოლის“ მატჩზე დასასწრებად ჩავიდნენ.