“გლოვობს ქობულეთი” – შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

0
767
191 Views

შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

“გლოვობს ჩემი ქობულეთი ოქროს ბიჭი ზურა გოგიტიძე დააკლდა ქობულეთს🥲 შენთან რა უნდა სიკვდილს… ‘შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული, დასანანია ასეთი ახალგაზრდების ასე უდროოდ წასვლა ამ ქვეყნიდან და ძალიან სამწუხაროა. სიტყვები უძლურია გამძლეობა ოჯახს…
ეს იყო შენი ბედი?? იმდენი რამე მინდა ვუთხრა მათ გამწარებულ ოჯახს რომელმაც შვილი დაკარგა… ალბათ, არც დროა ამისი და არც ადგილი… უბრალოდ, ვფიქრობ, ზურიკო ჩვეულებრივად მოვიდა დედამიწაზე გაგვივსო გულები სიყვარულით
და წავიდა ზეცაში..
და გადაინაცვლა მარადიულობაში…
რამდენი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს? ნეტავ….
ეს არის ტრაგედია რომელსაც სახელს ვერ დაარქმევ…
იმდენად ჩაჩუმებული იყო ქუჩები ქობულეთში რომ შეატყობდი რაღაც მომხდარაო, ახალგაზრდა ზურიკო გოგიტიძე ანგელოზად გადაქცეულაო..
ყველას სახეზე ცრემლი სიცივისგან აკანკალებული ტუჩები თითოეული ადამიანის ცრემლი თითქოს უფრო გიღრმავებდა დარდს თუნდაც მწუხარებას….🕊💔
💔როგორი თბილი იყავი ღიმილით ბედნიერებით და სიყვარულით სავსე ყველას უნაწილებდი ღიმილებს ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ მე შოთო სიხარულიძე ამ უმძიმეს წუთებში, მე თქვენს გვერდით ვარ. გამძლეობა და სულის სიმტკიცე.. 🙏დღეს მგლოვიარეა ჩემი ქობულეთი შავებით შეიმოსა….
—————————————————————————– ———
ტკივილი რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული გაყინული იმ ტკივილს განვიცდი… მძულდა ეს სამყარო და კიდევ უფრო გამძულდა… სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები ეს ანგელოზები ალბათ იქ სადაც არ არსებობს დრო იქ სადაც მარადიული სიცოცხლეა იქ სადაც ბევრი ჩვენიანია… გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ შენს ნაიარევს…
დედამიწაზე ამ ნაიარევს არცეთი წამალი არ შველის… ტკბილად იძინე…” – ნათქვამია პოსტში

Cesko