ტრაგიკულად დაღუპული 4 წლის ბავშვის მკურნალი ექიმის პირველი კომენტარი

0
2492
21 Views

ბავშვი იყო გაუმჯობესებულ მდგომარეობაში და გამონაყარიც ალაგებისკენ იყო, – ამბობს გარდაცვლილი ბავშვის მკურნალი ექიმი ნანა ნინიაშვილი.

მისი თქმით, ბავშვს სავარაუდოდ ჩუტყვავილას შეტევა მეორე ეტაპად განუვითარდა.

“არსებობს ასეთი შემთხვევა, როდესაც ვითარდება მეორე ტალღა და ვფიქრობ, რომ ეგ მოხდა ახლაც. ამ დროს, ადამიანს გამონაყარი უვითარდება ორგანიზმში და ეს იწვევს სეპტიურ შოკს”, – აღნიშნავს ექიმი.

ნანა ნინიაშვილი ამბობს, რომ ბავშვი ბოლოს ორშაბათს გასინჯდა და მაშინ მისი მდგომარეობა ნორმალური იყო.

“იყო გაუმჯობესებულ მდგომარეობაში გამონაყარი იყო ჭარბი, მაგრამ ალაგების ეტაპზე. ფილტვებში მოვუსმინე, გულის სუნთქვა ნორმალური იყო, ფილტვები ნორმალური იყო, ბავშვი აქტიური და ადეკვაქტური იყო. ცუდად რომ ყოფილიყო, ბავშვს ბინაზე არ გავაჩერებდი”, – ამბობს ექიმი.

ინფორმაციისთივის, გორში, 4 წლის ბავშვის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ჩუტყვავილის გართულებული ფორმა დასახელდა. გარდაცვალების მიზეზებს სხვადასხვა უწყებები იკვლევენ.

წყარო: mozaikanews.ge

Cesko