24 Views
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთის „სამშვიდობო გეგმას“ გამოეხმაურა და გააკრიტიკა.
თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ჩინეთის მიერ შემოთავაზებული „სამშვიდობო გეგმა“ მხოლოდ რუსეთს მოუტანს სარგებელს.
„თუ პუტინი ტაშს უკრავს მას, როგორ შეიძლება ეს კარგი იყოს? მე ვერ დავინახე ვერაფერი გეგმაში, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ ჩინეთის გეგმის განხორციელება სარგებელს მოუტანს ვინმეს, გარდა რუსეთისა“, – განაცხადა ბაიდენმა.
ცნობისთვის, ჩინეთმა უკრაინის ომის დასრულებისთვის „სამშვიდობო გეგმა“ წარადგინა. დოკუმენტში სიტყვა ომის ნაცვლად, „კრიზისია“ ნახსენები.
„სამშვიდობო გეგმა“ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა და იგი 12 პუნქტისგან შედგება.