როგორ მოახდევინა ივანიშვილმა კობახიძეს ბესელიასთვის ძალით ბოდიში – ეკა ბესელია იმ ისტორიას იხსენებს, რომელიც მას “ოცნებაში” ყოფნის დროს გადახდა.
ბესელია ყვება, რომ ბიძნა ივანიშვილი თანამდებობიდან გადაყენებით დაემუქრა “ოცნების” თავმჯდომარეს, თუ ეკა ბესელიას ბოდიშს არ მოუხდიდა.
“ერთ მხარეს ივანიშვილს ეჭირა და მეორე მხარეს კალაძეს, მოათრევდნენ, ბოდიში რომ მოეხადა ჩემთვის.
“ივანიშვილს ისეთი ისტორია აქვს ვერ მოუნელებია, ყელზე ადგას. ამას ესწრებოდა უმრავლესობის ძალიან ბევრი ადამიანი. 50-60 დეპუტატი. ამას ალბათ არავინ, მათ შორის კახა კალაძეც არ იტყვის, მოერიდებათ, იმდენად საცოდავი კადრი იყო. ივანიშვილი მოათრევდა, ერთ მხარეს ივანიშვილს ეჭირა მისი ხელი და მეორე მხარეს კალაძეს, მოათრევდნენ და ეუბნებოდნენ, მოდი ახლა ბესელიას ბოდიში მოუხადე, რო გააბრაზეო. მერე როდესაც ივანისვილმა უთრხა, ბოდიში მოუხადე, თორემ თანამდებობიდან მოგხსნიო, მერე მოვიდა და გადაწყვიტა მეგობრულად გადამხვედოდა. მე ვუთხარი, ახლოს არ მოხვიდე, აი იქ დაჯექი და ყველას თანდასწრებით ბოდიში მოიხადეთქო და მოიხადა. ეს ბიჭი ახლა ბევრ რამეს რომ იკადრებს და იტყვის, მე არ მიკვირს. რას იტყვის ქვესკნელიდან ამოსული შეშინებული ბიჭი რა მნიშვნელობა აქვს”, – ამბობს ბესელია ტვ “პირველის” ეთერში.