ხშირ შემთხვევაში წყალს ვსვამთ არასწორ დროს – კარდიოლოგის რჩევები

0
488
20 Views

ბოლო დროს გავრცელებულია აზრი, რომ უნდა დავლიოთ რაც შეიძლება ბევრი წყალი. სინამდვილეში ნებისმიერი ექიმი გეტყვით, რომ საკმარისია დღეში მაქსიმუმ 2 ლიტრი წყლის დალევა, ხოლო ამაზე მეტის დალევა კი მხოლოდ თირკმლების ზედმეტ დატვირთვას იწვევს.

მაგრამ ყველაზე მთავარი არის არა ის, თუ რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ, არამედ ის, თუ რა დროს დავლიოთ წყალი.

აი, საუკეთესო დრო ამისათვის კარდიოლოგების თვალსაზრისით:

დილით გაღვიძებისთანავე უზმოზე დალიეთ 2 ჭიქა წყალი – ეს ხელს შეუწყობს ფაქტიურად ყველა შინაგანი ორგანოს „გაშვებას“.

1 ჭიქა წყალი სასურველია ყოველთვის დალიოთ ჭამამდე 30 წუთის განმავლობაში – ეს დააჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და გააუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების მუშაობას ერთიანობაში.

დალიეთ 1 ჭიქა წყალი მანამ, სანამ მიიღებთ აბაზანას – ეს დაგეხმარებათ სიამოვნების მიღებაში და დაწევს არტერიულ წნევას.

1 ჭიქა წყალი უშუალოდ ძილის წინ არა მარტო ღრმა ძილს უწყობს ხელს, არამედ აქვეითებს გულის დატვირთვას. თუკი ეს ყოველდღიურ ჩვევად გექცევთ, ძილში გულის შეტევის რისკი შემცირდება 95 %-ით. სხვათა შორის ასეთი ჩვევის კიდევ ერთი უპირატესობა – ღამით ფეხების კრუნჩხვების თავიდან აცილების შესაძლებლობა.

და კიდევ, უზმოზე 1 ჭიქა წყლის დალევა ხელს უწყობს ასევე ცელულიტის შემცირებას, წონაში კლებას, სიმძიმის მოხსნას და სიმსუბუქის შეგრძნებას, ნაწლავებს წმენდს მავნე ნივთიერებებისგან და ხსნის მუცლის ღრუში დისკომფორტის შეგრძნებას. შედეგს რამდენიმე დღის განმავლობაში უზმოზე 1 ჭიქა წყლის დალევით იგრძნობთ.

Cesko