„ისე ჩამწყდა რაღაც გულში…პირველი ამას მეტყოდა ხოლმე“ – რას იხსენებს გია ბაღაშვილი ბუბა კიკაბიძეზე?

0
2011
26 Views

მომღერალი, გია ბაღაშვილი მომღერლისა და მსახიობის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ხომ ვიცოდი, რომ აღარ ჰქონდა ორგანიზმს რესურსი და ეს დღე მოახლოებული იყო, ისე ჩამწყდა რაღაც გულში, მხოლოდ ძალიან ახლობელი და ძვირფასი ადამიანის წასვლისას რომ გემართება.

წავიდა ბუბა!

ყოველი შეხვედრისას, პირველი ამას მეტყოდა ხოლმე: ხომ იცი, შენს კარგად ყოფნას იმ დროიდან ვბალეშჩიკობ, წლინახევრის რომ იყავი, 40 სიცხით ბავშვთა ინფექციურში იწექი და მე და მამაშენი, საავადმყოფოს ეზოში, სიმწრით არაყს ვურტყამდითო. ხედავ, მაშინ როგორ გადღეგრძელე, რომ 3 დღეში, ჯანმრთელი, უკვე სახლში გამოგწერესო.

1994 წელს გასტროლებზე მოვხვდით ერთად ისრაელში. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ გადაიდო თელ-ავივის აეროპორტში ალმაატის რეისი 40 წუთით, ვინაიდან მთელი თვითმფრინავი, პილოტების ჩათვლით, ბუბასთან იღებდა ფოტოებს. ის კი არა, ორმა ქალბატონმა ჩემთან გადაიღო ფოტო – “Он вместе с Кикабидзе” – ო.

მისი უახლოესი მეგობრები – გია ყანჩელი, გია დანელია და რეზო გაბრიაძე იქ ხვდებიან… ბუბაც მათთან მივა… ისევ შეიკვრება დიდი ოთხეული… ღმერთმა ნათელში ამყოფოთ!”. – წერს გია ბაღაშვილი.

Cesko