35 Views
ახლა მოგიყვებით ამბავს იმისა, თუ როგორ გავხდი „ბოზი” – ამ ბლოგის ავტორი ქეთი პაპუნაშვილია, რომელიც გენეალოგიაში ერთადერთი ქალი მეცნიერია საქართველოში. ის თავის გამოცდილებაზე წერს, რომელიც საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებსა და კლიშეებს მოიცავს. ბლოგს „საფარი” აქვეყნებს:
„პირველად ჩემი მისამართით ნათქვამი ეს სიტყვა (ბოზი) რომ გავიგე, ალბათ 14-15 წლის ვიქნებოდი. ზუსტად არ მესმოდა მისი მნიშვნელობა, თუმცა ვხვდებოდი, რომ კარგი რამე არ იყო. “ეს უეჭველი გაბოზდებაო“, მესმოდა ზოგჯერ… ვიზრდებოდი სოფელში. ვსწავლობდი ძალიან კარგად და მაშინ, როცა ჩემი ტოლი გოგოები ქუჩაში ისხდნენ და ამვლელ-ჩამვლელს ათვალიერებდნენ, მე წიგნებს ვკითხულობდი.