რას ამბობს დათო ფორჩხიძე წლევანდელი „ვოისის“ დიდი სკანდალის შემდეგ? – „ამ კონკურსით ხომ არ დაიწყო და დასრულდა საქართველოს ისტორია…“

0
274
25 Views

წლევანდელი მუსიკალური კონკურსის – “ვოისის” შედეგმა საზოგადოების დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია: ხალხის ნაწილი მიიჩნევს, რომ ირუ ხეჩანოვმა უსამართლოდ გაიმარჯვა. მოგეხსენებათ, “ვოისის” გამარჯვებული საქართველოს სახელით “ევროვიზიის” მუსიკალურ კონკურსზე გაემგზავრება…

აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე ჟურ­ნალი “გზა” დათო ფორჩხი­ძეს ესა­უბ­რა. სწო­რედ მისი გუნ­დის წევ­რი იყო “ვო­ის­ში” გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ირუ ხე­ჩა­ნო­ვი:

„იმის შესახებ უკვე ბევრი საუბრობს, რომ “ევროვიზიისთვის” მხოლოდ ვოკალური მონაცემები არ კმარა – შოუს ელემენტებია საჭირო, რასაც თითქოს ირუ უფრო კარგად და მოხდენილად აკეთებდა. ვოკალს რაც შეეხება, ეს გემოვნების საკითხია: ზოგს მაღალი ხმა მოსწონს, ზოგს – დაბალი. ყველა კონკურსანტი კარგად მღეროდა… “ევროვიზიის” გამო, ვფიქრობ, რომ შეიძლება, ირუ თავისი უნივერსალურობით ცოტათი უფრო გამორჩეული იყო.შოუსთვის საჭირო ბევრი დეტალის გამოყენება კარგად შეძლო.

პროექტში ასეთი წესია: მონაწილემ თავად უნდა თქვას, როგორი სასცენო ნომრის დადგმა სურს. წინა ტურებში კონკურსანტები შოუს ელემენტებს იყენებდნენ, მაგალითად – ზოგი ცეკვავდა მოცეკვავეებთან ერთად… ალბათ ფინალში ამ კონკურსანტებმა მწვრთნელებთან ერთად გადაწყვიტეს, რომ ვოკალზე უფრო მეტი აქცენტი გაეკეთებინათ, შოუს ელემენტები კი არ ისურვეს. რეჟისორი თუ მუსიკალური პედაგოგი ყველა მონაწილეს უსრულებდნენ ჩანაფიქრს, რომლის შესრულებაც შესაძლებელი იყო. მაგალითად, ირუს შოუს მეტი ელემენტი სურდა, რისგანაც თავს ვიკავებდი; ვიღაცებს დიდი ორკესტრის მოყვანა უნდოდათ, მაგრამ ფიზიკურად, იმ დარბაზში ვერ დაეტეოდნენ… მოკლედ, ბრალდება იმდენად უსუსურია, რომ განხილვაც არ ღირს. ზუსტად ვიცი, ყველა მონაწილეს და მის მწვრთნელს რაც სურდა, სცენაზე იმას აკეთებინებდნენ. ალბათ ირუ იმიტომაც ცეკვავდა, რომ იფიქრა, ამის გაკეთება შემიძლიაო, ხოლო სხვამ გადაწყვიტა – ცეკვა არ გამომდისო…

“ვოისთან” დაკავშირებით ახლა საოცარ მოსაზრებებს ვკითხულობ. ქსენოფობიური გამოხდომებიც იყო. მადლობა ღმერთს, რომ ეროვნებასთან დაკავშირებული სამარცხვინო განცხადებების წინააღმდეგ ვიღაცებმა ხმა აიმაღლეს… დარწმუნებული ვარ, სხვა გამარჯვებულიც ასეთივე განხილვის ობიექტი გახდებოდა, როგორიც ირუ ხეჩანოვი. თან, წელს ისეთი “ვოისი” იყო, რომ აშკარად ფავორიტი კონკურსანტი არ გამოკვეთილა, რომლის შესახებაც მთელი საქართველო იტყოდა, – ამაზე მაგარი არავინააო! ასე რომ, ნებისმიერი გამარჯვებული მეტ-ნაკლებად, ვნებათაღელვას გამოიწვევდა. ამ კონკურსით ხომ არ დაიწყო და დასრულდა საქართველოს ისტორია, არა? “ – განაცხადა დათო ფორჩხიძემ.

ჟურნალი „გზა“

Cesko