ახლახანს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ორი ახალგაზრდა, მათ შორის მარიტას მეგობარი დაიღუპა

0
4418
23 Views

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ორი ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა, სამი კი მძიმედ დაშავდა.

ტრაგედიისას დაღუპული ბიჭები 20 წლის ირაკლი ქუთათელაძე და ასევე 20 წლის ნოდარ გულიაშვილი არიან. გავრცელებლი ინფორმაციით, ავტომობილში მყოფი ხუთივე ბიჭი ერთმანეთის მეგობარი და თანაკლასელი იყო.

როგორც ცნობილია, ირაკლი ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული მარიტა მეფარიშვილის მეგობარი იყო. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი წერს:

“დღეს პირველად ვნახე დედა, რომელსაც წინ 19 წლის მკვდარი შვილი ესვენა.
დედა ჩემი კლასელია.
შვილი მარიტას ჯგუფელი და მეგობარი იყო.
ვერაფერი ვუთხარი, სიტყვა ვერ ამოვღერღე, მარტო – ვაიმე.
არადა, მინდოდა მეთქვა, როგორ ხშირად და როგორ თბილად ახსენებდა ხოლმე მარიტა მის ირაკლის.
რამდენს ნერვიულობდნენ და როგორ ემზადებოდნენ ბოლო პროექტისთვის – როგორ იყიდეს ოქროს თევზი, მერე მთელი დღე როგორ ატარეს პარკში გამოკრული და ბოლოს უნივერსიტეტის აკვარიუმში მიუჩინეს ბინა.
მაგრამ ვერაფერი ვუთხარი – ან რა უნდა მეთქვა, მაინც ვერაფრით გავისიგრძეგანებდი მის დარდს და ფუჭი იქნებოდა ყველა სიტყვა.
დღეს მივხვდი, რას ნიშნავს მდგომარეობა, როცა უბრალოდ ჩუმად უნდა იყო”

წყარო: mix.metronome.ge

Cesko