23 Views
რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე 24 წლის ბიჭი დაჭრეს. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
არსებული ცნობით, ახალგაზრდას ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
დაჭრილი 24 წლის ბიჭი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
კლინიკის ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პაატა პაატიშვილის განცხადებით, ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
გავრცელებული ცნობით, და ასევე, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.
მომხდარის შესახებ დეტალებს საინფორმაციო სააგენტო pia.ge შსს-ში აზუსტებს.
წყარო: pia.ge