კვარაცხელიამ ისევ გაიბრწყინა – რა რეკორდი დაამყარა ხვიჩამ დღევანდელი ულამაზესი გოლით? [ვიდეო]

February 18, 07:44
0
1023

სერია A-ს 23-ე ტურში “ნაპოლი” “სასუოლოს” სტუმრად ეთამაშა და 2:0 დაამარცხა.

მატჩის მე-12 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლი“ ბრწყინვალე გოლით დააწინაურა. ქართველმა შემტევმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, რამდენიმე მოწინააღმდეგე ჩამოიტოვა და მეკარისგან დაბალ მარჯვენა კუთხეში შეაგორა. კვარაცხელიას გოლით მატჩის ანგარიში გაიხსნა.

33-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა და სერია A-ს ბომბარდირებს 18 გოლით ლიდერობს.

ამრიგად, “ნაპოლი” იტალიის სერია A-ში, 62 ქულით ლიდერობს.

სწორედ ამ შედეგით, კვარაცხელია პირველი ქართველია, ვინც ტოპ-ლიგაში 10 გოლი გაიტანა. 

აქამდე 9-9 გოლი გია გურულს (საფრანგეთში, „ჰავრში“) და ალექსანდრე აიშვილს (გერმანიაში, „ფრაიბურგში“) ჰქონდათ გატანილი.

Cesko