18 Views
კომპანია SpaceX-მა უკრაინელ სამხედროებს დრონების სამართავად Starlink-ის გამოყენება შეუზღუდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
კომპანიის პრეზიდენტმა, გვინ შოტველმა განაცხადა, რომ Starlink-ის ტერმინალების იარაღად გამოყენება არასდროს ყოფილა განზრახული.
„უკრაინელებმა გამოიყენეს ისე, რომ ეს არ იყო რაიმე შეთანხმების ნაწილი. არის ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რომ შევზღუდოთ მათ მიერ ამის გაკეთების უნარი”, – განაცხადა მან.
მისი თქმით, უკრაინასთან შეთანხმება ითვალისწინებდა Starlink-ის გამოყენებას ჰუმანიტარული მიზნებისთვის, როგორიცაა ინტერნეტის მიწოდება საავადმყოფოებისთვის, ბანკებისა და რუსული აგრესიით დაზარალებული ოჯახებისთვის.