ხაჭაპურიძეს ყოფილი მეგობარი, სააკაშვილის რეჟიმთან მისი თანამებრძოლი, პოლიტპატიმარი მიმართავს

0
1985
20 Views

ამ ფოტოზე მარცხნივ – სააკაშვილის ამჟამინდელი ადვოკატი, ჩემი ყოფილი მეგობარი შალვა ხაჭაპურიძეა,

დანარჩენები – სააკაშვილის რეჟიმის მიერ ნაწამები ჩემი სულიერი ძმები: ფრიდონ მერებაშვილი, კაცობის მეტრი – აწ განსვენებული ზვიად ბერაძე; თორნიკე მოლაშვილი და, თქვენი მონა-მორჩილი ზაზა დავითაია

ფოტო იმ სასამართლოსთან არის გადაღებული, სადაც შენ ჩვენსას, ანუ, სიმართლის მხარეს წარმოადგენდი, ახლა კი, იმ სააკაშვილს იცავ, ვის წინააღმდეგაც თავის დროზე საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანე…
შალვა, მიჭირს, რამე გითხრა… განა რამ გაიძულა, ათასობით ადამიანის ჯალათის გულმხურვალედ ქომაგობა… განა შენ არ იცავდი ცხონებულ თემურ ჟორჟოლიანს, რომელსაც რეჟიმმა რეალურად შეყარა ის სენი, რასაც ახლა სააკაშვილი სიმულირებს? ან, სულხან მოლაშვილის სულს რას ეუბნები, განა რა რაოდენობის ჰონორარად გიღირს ეშმაკის ადვოკატობა, ეშმაკის სიმულაციის იურიდიულად “გაპრავება,”
იმ ეშმაკისა, რომლისგან წამებული ათობით ადამიანის ადვოკატი თავად იყავი და საკუთარი თვალით გინახავს მათი მართლაც ტანჯული მდგომარეობა?
შალვა… რად მონაწილეობ იმ ფარსში, რასაც ეს კუპრის ქვაბში ჩახარშვის მომლოდინე ნაძირალა დგამს, რად ხდები მაგის მიერ ჩადენილი ცოდვების თანამონაწილე?
ეჰ, შალვა, შალვა… მე დღემდე არ მემეტები… მაგრამ შენ რა ფასად გაიმეტე ასე თავი…

ზაზა დავითაია, სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის პოლიტპატიმარი;

სოციალური ქსელი

 

 

Cesko