გრანდიოზული სამეული ვერ შედგა – ერთობა მომავალ წლამდე დაგვემშვიდობა

0
1648
19 Views

მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „გირჩი TV-ის“ ეთერში განაცხადა.

“შარშან ივნისიდან მოყოლებული ბევრ დროს ვუთმობდი, რომ ოპოზიციურ ფლანგზე რაღაც დიდი ერთობა შექმნილიყო. საბოლოო ჯამში, გამარჯვების ფორმულა მაინც ის მგონია, რომ აქეთ ფლანგზე მოხდეს რაღაც დიდი კონსოლიდაცია, რადგან ასეთი ტიპის სისტემების დამარცხება სხვა შემთხვევაში, ძალიან რთულია. ამას სხვა ქვეყნების ემპირიული გამოცდილებაც აჩვენებს, მაგრამ მოცემულობა ასეთია, რომ ამდენი თვის შემდეგ ახლა მაგის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ საკითხს დავუბრუნდეთ მომავალ წელს და მანამდე მეტი ძალისხმევა გავწიოთ იმისთვის, რომ “გირჩი – მეტი თავისუფლება” გაძლიერდეს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

Cesko