სააკაშვილის შიმშილობა და ცუდად ყოფნა არის ფარსი. ფარსია იმისთვის, რომ როგორმე რაიმე შეთანხმება-გარიგებას მიაღწიონ ხელისუფლებასთან. უნდათ როგორმე ქვეყნიდან გაიყვანონ ეს „პუტინის პირადი პატიმარი“. არის რაღაც წითელი ხაზები, რომელსაც საზოგადოება არც ამ ხელისუფლებას და არც არავის არ აპატიებს. ერთ-ერთი ასეთი ხაზი არის ეს სამართლიანობის აღდგენის პროცესი. „ქართული ოცნება“ ვალდებულია ეს დაასრულოს ბოლომდე, ვინაიდან ის ამ ტალღით მოვიდა და ეს იყო მათი მთავარი დაპირება 2012 წელს, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, ირაკლი გოგავამ „იმედი კვირა“-ში განაცხადა.
„სააკაშვილის მხარდასაჭერად ხალხი გარეთ იმიტომ არ გამოდის, რომ 2003 წელს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახლად გაჩენილი პროექტი იყო. ახალი ხილი იყო მათი მხარდამჭერი ტელევიზიები. საინფორმაციო ტექნოლოგიები ნოუჰაუ იყო ქართული საზოგადოებისთვის. ამან ბევრი დააბნია მაშინ. ხალხი ამას მიჩვეული არ იყო. არ იყო მიჩვეული, რომ ტყუილების ამხელა ნაკადი შეიძლება წამოვიდეს საინფორმაციო წყაროებიდან. როგორიც დღეს გვაქვს რომ გადახედოთ ე.წ. ოპოზიციურ მედიას. გაიშიფრა, ლუსტრირებულია ეს ყველაფერი, არ მოქმედებს. გამოდის 500-700 კაცი ასეთ აქციებზე. სრული ფიასკოა“, – განაცხადა გოგავამ.