გია ხარჩილავას მოწოდება ოპოზიციურ პარტიებს

0
457
25 Views

მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად, ოპოზიციურ პარტიებს კოორდინაციისკენ მოუწოდებს წალენჯიხის მერი – გია ხარჩილავა ამბობს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა უზრუნველყონ მშვიდობიანი აქციების ორგანიზება საზოგადოების ჩართულობით და აიძულონ ხელისუფლება, ექიმებმა მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური სამედიცინო დახმარება გაუწიონ.

“მხარდაჭერას ვუცხადებთ მიხეილ სააკაშვილის ოჯახს. პოლიტიკურ ჯგუფებს, პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც გააზრებული აქვთ, თუ რამხელა მნიშვნელობის რეალობასთან გვაქვს საქმე, მოვუწოდებ ყველას, იმგვარი აქტიურობისკენ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა აქტიურობამ, თვითორგანიზებამ, შეუქმნას ხელისუფლებას ის პირობები, რომ სასწრაფოდ იყოს გადაწყვეტილი ეს მნიშვნელოვანი ისტორიული საკითხი – მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფა”, – ამბობს გია ხარჩილავა.

Cesko