სამსახურში წასული ახალგაზრდა ქალი სახლში ნაწამები და გარდაცვლილი მოასვენეს – ნახეთ ახლახანს შეზარავი შემთხვევა მოხდა

0
4349
26 Views

ბათუმში, გაურკვეველ ვითარებაში 42 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, რომ ქალი ბათუმში სამუშაოდ იყო წასული.

მათი თქმით, მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი მშობლიურ სოფელ ახალსოფელში გადაასვენეს და ცხედარი ახლობლებმა ნახეს, გაჩნდა ეჭვი, რომ ქალი მოკლულია, რადგან მთელს სხეულზე სილურჯეები და სისხლჩაქცევები აღენიშნება.

გარდაცვლილი 42 წლის დალი ელიზბარაშვილია.

“პოლიციამ გვითხრა, რომ ეჭვმიტანილი ჰყავდათ აყვანილი, შემდეგ ჩვენ რომ დავიწყეთ თუ ეჭვმიტანილი ჰყავდა აყვანილი, რატომ გვითხარით, რომ თვითმკვლელობა იყო, რამოდენიმე ხნის შემდეგ გვეუბნებიან, რომ უი ბოდიში, შეგვეშალა.ეჭვმიტანილი არ გვყავს აყვანილი. ჯერ ამბობდნენ,რ ომ თავი ჩამოიხრჩო, შემდეგ სხვა ვერსიებს, შემდეგ ეჭვმიტანილი ავიყვანეთთ, შემდეგ ბოდიში, არ გვყავს აყვანილიო”,- ამბობს ნიკა ელიზბარაშვილი, გარდაცვლილის შვილი.

Cesko