„ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და­დი­ო­და და უცხო­ე­ლებს ეუბ­ნე­ბო­და, ომი მი­შამ და­ი­წყო…“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

0
570
14 Views

“ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და­დი­ო­და და უცხო­ე­ლებს ეუბ­ნე­ბო­და, ომი მი­შამ და­ი­წყო…“ – ამ­ბობს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლის გა­და­ცე­მა­ში “პო­ლიტ-ქა­ლა­ქი.“ მისი თქმით, ეს ინ­ფორ­მა­ცია თა­ვის დრო­ზე ნიკა რუ­რუ­ამ მი­ა­წო­და.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი:

“ჩემი მო­საზ­რე­ბა მაქვს, რამ გა­და­ი­ყო­ლა “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ შიდა და­პი­რის­პი­რე­ბის დროს. ეს იყო ორი კლა­ნის ბრძო­ლა, ახა­ლა­ი­ა­სი და მე­რა­ბიშ­ვი­ლის. ერ­თმა­ნეთ­თან ბრძო­ლამ და კომ­პრო­მა­ტე­ბის შეგ­რო­ვე­ბამ, ეს ქვე­ყა­ნა ბოლო წლებ­ში გა­და­ჩე­ხა. მა­ღა­ლი რან­გის პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და­დი­ო­და და უცხო­ე­ლებს ეუბ­ნე­ბო­და, ომი მი­შამ და­ი­წყოო. გი­ორ­გი რუ­რუ­ამ რომ და­წე­რა ამა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ეს მან ნიკა რუ­რუ­ას­გან იცო­და და მეც მის­გან ვიცი.

ნიკა რუ­რუ­ას პი­რის­პირ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჰქონ­და ამ ხალ­ხთან და ეკი­თხე­ბოდ­ნენ, რა ხდე­ბა თქვენს ქვე­ყა­ნა­ში, რო­დე­საც მი­ნის­ტრი ამას ამ­ბობ­სო. რაც გი­ორ­გი რუ­რუ­ამ და­წე­რა, ეს არის ზღვა­ში წვე­თი. მე არ გა­მოვ­დგე­ბი იმის­თვის, რომ რა­ღა­ცე­ბი მოვ­ყვე.

მე ვამ­ბობ, რომ ჩემ­თვის ისე­თი­ვე მძი­მე იქ­ნე­ბა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის რამე გავ­ლე­ნე­ბის ნახ­ვა ქვე­ყა­ნა­ში, რო­გორც დღეს არის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის”. ჩემ­თვის ამ რან­გშია ეს ორი ამ­ბა­ვი და მე ამის მი­ზე­ზე­ბი მაქვს. მე და ნი­კას ამ თე­მა­ზე ხში­რად გვი­სა­უბ­რია… მე ვა­ნო­ზე ყო­ველ­თვის ამ გან­წყო­ბით ვი­ყა­ვი, ჩვენ მთელ რიგ პრობ­ლე­მებს გვიქ­მნი­და ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ მა­შინ ნიკა სულ ტეს­ტავ­და და ამა­ზე არა­ერ­თხელ გვი­ლა­პა­რა­კია.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლის თე­მა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

“ეს ის პარ­ტი­აა, რო­მე­ლიც მი­შას ნაკ­ლად უთ­ვლი­და ჩა­მო­უს­ვლე­ლო­ბას. რო­დე­საც ნიკა მე­ლია მი­შას ეჩხუ­ბე­ბო­და, ეუბ­ნე­ბო­და მა­ქე­დან ჭკუ­ას ნუ გვა­რი­გებ, ჩა­მო­დი და ისე გვე­ლა­პა­რა­კეო. მი­შას ჩა­მოს­ვლა ასი პრო­ცენ­ტით სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო პო­ლი­ტი­კუ­რად. მში­შა­რას იარ­ლიყს, ჯო­ბია ეს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბა, რო­მე­ლიც მგო­ნია, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოს­წორ­დე­ბა.

Cesko